Aa
Aa

კალათბურთელებმა გადაწყვეტილება მიიღეს - ახალი სეზონი 22 დეკემბერს დაიწყება

ESPN-ის ინსაიდერი, ადრიან ვოინაროვსკი იტყობინება, რომ NBA-ის კალათბურთელთა ასოციაციაში ხმის მიცემა გაიმართა და მოთამაშეებმა მხარი ახალი სეზონის 22 დეკემბერს დაწყებას დაუჭირეს.

ვოინაროვსკის ცნობით, შემდეგი ნაბიჯი ფინანსური დეტალების შეთანხმება იქნება, რომელთა თაობაზეც მოლაპარაკებები მომდევნო კვირაში გაიმართება. ESPN-ის ინსაიდერი ვარაუდობს, რომ მხარეებს შორის მორატორიუმი 18 ნოემბერს ჩანიშნულ დრაფტამდე გაფორმდება.

NBA-ის კალათბურთელთა ასოციაციის მიერ მხარდაჭერილი ფორმატის მიხედვით, სავარჯიშო კემპი 1-ელ დეკემბერს გაიხსნება და 3 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. თითოეული გუნდი 3-4 წინასასეზონო მატჩს გამართავს და რეგულარულში 72 შეხვედრა ჩაატარებს. 2021 წლის პლეიოფები 22 მაისისთვის ჩაინიშნება, სუპერფინალური სერია კი სავარაუდოდ 22 ივლისს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბრის ალტერნატიულ ვარიანტად 18 იანვარი განიხილებოდა, თუმცა შესაძლო ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, რომელიც სეზონის 18 იანვარს დაწყებას ახლდა, არჩევანი 22 დეკემბერზე შეჩერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები