"ტოტენჰემი" სანდრო რამირესით დაინტერესდა
ინგლისური პრესის ინფორმაციით, ლონდონის "ტოტენჰემი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას "მალაგას" შემტევის, სანდრო რამირესის გადაბირებას ეცდება.
როგორც The Sunday People წერს, მაურისიო პოჩეტინო თავისი გუნდის სათადარიგო ფორვარდის, ვინსენტ იანსენის თამაშით უკმაყოფილოა და შესაძლოა ზამთარში მან კლუბიც დატოვოს და თუ ასე მოხდება, "დეზების" მთავარი სამიზნე, სწორედ "ბარსას" ყოფილი ფორვარდი იქნება.
21 წლის რამირესს "მალაგას" მაისურით "ლა ლიგის" მიმდინარე სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი.