„კონცენტრაცია აკლია და ეს კომპონენტი უნდა გააუმჯობესოს
Aa
Aa

„კონცენტრაცია აკლია და ეს კომპონენტი უნდა გააუმჯობესოს" - კუმანმა ფატიზე ისაუბრა

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ანსუ ფატის შესახებ ისაუბრა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მასსა და ფატის შორის დიალოგი შედგა და მათ ანსუს მთავარი პრობლემა განიხილეს.

„გუშინ მე და ფატი კონცენტრაციის ნაკლებობის პრობლემაზე დიდი ხნის განმავლობაში ვსუბრობდით. ამ კომპონენტში მას მომატება მართებს, რადგან ხშირ შემთხვევაში მის მიერ ბურთის დაკარგვა სწორედ კონცენტრაციის ნაკლებობის ბრალია.

მან მუშაობა და პროგრესი უნდა გააგრძელოს. ბუნებრივია, მას დავეხმარები და სწორ გზას ვუჩვენებ. ის კი მუშაობაზე და გაუმჯობესებისთვის საჭირო გზების პოვნაზე უნდა იყოს ორიენტირებული“.

შეგახსენებთ, რომ კუმანმა ფატისთვის დამახასიათებელ კონცენტრაციის ნაკლებობაზე ცოტა ხნის წინაც ისაუბრა. მაშინ ნიდერლანდელმა სპეციალისტმა თქვა, რომ ანსუს დიდი მომავალი აქვს, მაგრამ იგი ხანდახან სათანადოდ კონცენტრირებული არაა.

ცნობისთვის, ფატიმ მიმდინარე სეზონში „ბარსას“ მაისურით 7 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 5 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები