წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნოკაუტი - მეტოქე 14 წამში დაამარცხა
Aa
Aa

წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნოკაუტი - მეტოქე 14 წამში დაამარცხა

იოჰან ლაინესმა MMA-ის გულშემატკივრების ყურადღება მიიპყრო. კანადელმა მებრძოლმა, რომლის მეტსახელი „თეთრი ლომი“ გახლავთ, CFFC 86-ის ფარგლებში საოცარი ნოკაუტი გაიფორმა.

ლაინესი ლირიმ რუფატის დაუპირისპირდა და მეტოქის დასანოკაუტებლად სულ რაღაც 14 წამი დასჭირდა. კანადელმა მოწინააღმდეგეს სახეში მუხლი მოარტყა და უშანსოდ დაამარცხა.

სოციალურ ქსელებში ლაინესის ილეთს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და MMA-ის ქომაგებმა მის დარტყმას წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნოკაუტი უწოდეს.

შეგახსენებთ, რომ კანადელს კარიერაში 5 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ხუთივეში გამარჯვება მოიპოვა. ოთხჯერ მან შერკინება ნაადრევად დაასრულა. ერთხელ კი გამარჯვება მსაჯების გადაწყვეტილებით მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები