Aa
Aa

"მე ლეგენდებს დავაბრუნებ" - ფონტი თამამ დაპირებას იძლევა

"ბარსელონას" პრეზიდენტის პოსტი ხოსეპ ბართომეუმ დატოვა და ეს ადგილი ვაკანტური გახლავთ. პრეზიდენტობისთვის რამდენიმე კანდიდატი იბრძოლებს, მათ შორის ვიქტორ ფონტიც.

Sky Sports-თან საუბრისას ფონტმა განაცხადა, რომ კლუბში გუარდიოლას, ხავის, ინიესტას და პუიოლის დაბრუნება სურს.

"დიდი გამოწვევაა შეცვალო ისეთი თაობა, რომლის მსგავსიც არავის არასდროს უნახავს. "ბარსელონას" ბოლო 10 წლის განმავლობაში საოცარი შემადგენლობა ჰყავდა.

ეს ყველაფერი განსაკუთრებულად რთული დღეს არის, რადგან კლუბებს მსოფლიოს მასშტაბით უდიდესი ფინანსური მხარდაჭერა აქვთ.

"ბარსელონას" ახალი ინსვესტიცია ჭირდება. კორონავირუსმა კლუბს უდიდესი ფინანსური ზარალი მიაყენა. ნათელია, რომ კრიზისის დასაძლევად ძლიერი და სტაბილური გეგმა გვჭირდება. ბოლო პერიოდის განმავლობაში მე სწორედ ამაზე ვფიქრობდი.

ჩემი მიზანი ძლიერი და კონკურენტუნარიანი პროექტის შექმნაა. ძალიან გაგვიმართლა, რომ იოჰან კრუიფმა სათამაშო სტილი დაგვიტოვა. ამ სტილმა ბარსას უამრავი წარმატება მოუტანა.

ყველაზე კარგად "ბლაუგრანას" სტილის შესახებ გუარდიოლამ, ხავიმ, ინიესტამ და პუიოლმა იციან. გულშემატკივრებს ისინი ძალიან უყვართ და სამწუხაროა, რომ ისინი კატალონიაში არ მუშაობენ. მათი კლუბში დაბრუნება საჭიროა. ასე ძალიან ძლიერ პროექტს შევქმნით. გპირდებით, რომ მათ დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებ.

ერთადერთი, რაც მესიმ უნდა იცოდეს, არის ის, რომ ის ახალი პროექტის მთავარი ფიგურა იქნება და მასთან ერთად ვეცდებით ჩემპიონთა ლიგის მოგებას." - განაცხადა ფონტიმ

კატალონიის "ბარსელონაში" ახლა უდიდესი ფინანსური კრიზისია. რონალდ კუმანს მემფის დეპაის შეძენა სურდა და კლუბმა ნიდერლანდელისთვის 30 მილიონი ევრო ვერ გამონახა.  ვიქტორ ფონტი კი გულშემატკივრებს ყველაფრის გაუმჯობესებას და ლეგენდების გუნდში დაბრუნებას პირდება.

შეგახსენებთ, რომ რონალდ კუმანის შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურში, სტუმრად "იუვენტუსი" 2:0 დაამარცხეს და ჯგუფში ლიდერობა მოიპოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები