Aa
Aa

„მისი გაყვანა აუცილებლობას წარმოადგენდა" - ტუხელმა ნეიმარზე ისაუბრა

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ნეიმარის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „ბაშაქშეჰირთან“ შეხვედრაში მოედანი ნაადრევად დატოვა და ტუხელის ვარაუდით, იგი რამდენიმე მატჩს გამოტოვებს.

„ნეიმარის გაყვანა აუცილებლობას წარმოადგენდა. მას ძლიერი ტკივილი არ აწუხებდა, თუმცა თავს არაკომფორტულად გრძნობდა. ნეიმ კუნთი დაიზიანა და იმედია, ტრავმა სერიოზული არაა. ჩვენი კალენდრიდან გამომდინარე, შესაძლოა, მას რამდენიმე შეხვედრის გამოტოვება მოუწიოს და დარწმუნებული არაფერში ვარ. ახლა ისღა დაგვრჩენია ტესტის პასუხს დაველოდოთ, რომელიც ხვალ იქნება“.

ტუხელმა თურქულ კლუბთან გამართული მატჩიც შეაფასა და გაანაცხადა: „გავიმარჯვეთ და სწორედ ეს გვინდოდა, თუმცა ვიცით, რომ მოსამატებელი გვაქვს. უკეთ თამაში ნამდვილად შეგვიძლია, მაგრამ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ამ ეტაპზე ეს არ გამოგვდის. პირველ ტაიმში კომუნიკაციასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები გვქონდა, თუმცა მეორე ნახევარში ყველაფერი გამოვასწორეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ. მთავარი სწორედ ესაა“.

„პარი სენ-ჟერმენმა“ თურქული კლუბი 2-ბურთიანი უპირატესობით დაამარცხა. პარიზელთა მხრიდან თავი მოიზე კინმა გამოიჩინა, რომელმაც დუბლი შეასრულა და მეტოქის კარი 64-ე და 79-ე წუთებზე აიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები