Aa
Aa

"იუვენტუსს ბარსას დონემდე მისასვლელად ბევრი მუშაობა ჭირდება" - პირლოს კომენტარი

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩი "იუვენტუსსა" და "ბარსელონას" შორის. კატალონიელებმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ალვარო მორატას მსაჯმა 3 გოლი არ ჩაუთვალა. შეხვედრის შემდეგ ტურინელთა თავკაცმა კომენტარი გააკეთა.

"ვიცოდით, რომ ჩვენს წინააღმდეგ რთული მეტოქე იყო. ისინი კარგ ფეხბურთს თამაშობენ და მაღალ ეტაპზე არიან. ჩვენ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს.

დღევანდელი შეხვედრა ჩვენთვის კარგი მაგალითი იქნება და ამ მატჩზე დაყრდნობით ბევრ რამეს ვისწავლით. ვიმედოვნებ, რომ ტრავმირებული ფეხბურთელები მალე დაბრუნდებიან, რადგან მე ბევრი არჩევანი არ მაქვს. თანაც ეს იმის ფონზე, რომ კვირაში ორჯერ ან სამჯერ ვთამაშობთ.

სამწუხაროა, როცა თამაშს 10 კაცით ამთავრებ. ბოლოს ჩემმა გუნდმა პრესინგს მოუკლო და ნაკლებად ეფექტური გახდა. ჩვენი გეგმა მეტოქის დაცვის ხაზის წინ ამოწევა იყო, მაგრამ სამწუხაროდ არ გამოგვივიდა.

საჭირო იყო, რომ ფლანგებზე სწრაფად გვეთამაშა, მაგრამ არც ეს გამოგვივიდა. წლების განმავლობაში "იუვენტუსს" საოცარი ფეხბურთელები ჰყავდა. ახლა კი გუნდში ბევრი ახალგაზრდა ირიცხება. მაღალ დონეზე ასვლას კი დრო ჭირდება.

ისინი რაღაც განსაკუთრებულის შექმნას ცდილობდნენ, მაგრამ გამოცდილება არ ეყოთ. ვიმეორებ, სამუშაო ბევრია, რათა "ბარსელონას" დონეზე ავიდეთ." - განაცხადა პირლომ 

როგორც უკვე მოგახსენეთ, კატალონიელებმა ტურინელებს 2:0 მოუგეს. კუმანის გუნდიდან გოლები ოსმან დემბელემ და ლიონელ მესიმ გაიტანეს.

ტურინის "იუვენტუსს" კორონავირუსის გამო კრიშტიანუ რონალდუ აკლდა. ტრავმების გამო კი დე ლიხტი და კიელინი. ჯგუფის ლიდერი ახლა 6 ქულით "ბარსელონა" გახლავთ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები