კრიმინალური მუქარა ლევანდოვსკის მიმართ  - პოლონელის ყოფილი აგენტი დაპატიმრებულია
Aa
Aa

კრიმინალური მუქარა ლევანდოვსკის მიმართ - პოლონელის ყოფილი აგენტი დაპატიმრებულია

ცეზარუ კურჩარსკი რობერტ ლევანდოვსკის ყოფილი აგენტი გახლავთ. დღეს ის ვარშავის პოლიციამ დააპატიმრა. მიზეზი კი პოლონელი ფეხბურთელის მიმართ კრიმინალური მუქარა გახლავთ.

კონფლიქტი ლევანდოვსკისა და მის ყოფილ აგენტს შორის დაახლოებით 1 წლის წინ დაიწყო. კურჩარსკი "ბაიერნის" თავდამსხმელს და მის მეუღლეს კომპანიის ფულის გაფლანგვაში და გერმანული გადასახადებისგან თავის არიდებაში ადანაშაულებს. ასევე ცეზარუ თანამდებობიდან გათავისუფლების გამო კომპენსაციის სახით 20 მილიონ ევროს ითხოვს.

რობერტ ლევანდოვსკიმ ღიად განაცხადა, რომ მისი ყოფილი აგენტი მას აშანტაჟებს და ფულის გამოძალვა სურს. პოლონელის ადვოკატმა კი სასამართლოში სარჩელი შეიტანა. გამოძიება მარჩინ სადუშმა აწარმოა და როგორც დღეს გახდა ცნობილი, კურჩარსკი დააპატიმრეს. ჯერჯერობით სასამართლო არ ჩატარებულა და არ არის ცნობილი, თუ რამდენ წლიანი პატიმრობა შეეფარდება მას.

ცეზარუ კურჩარსკი ყოფილი ფეხბურთელი გახლავთ. 1996 წლიდან 2002 წლის ჩათვლით მან პოლონეთის ნაკრებში ითამაშა და 3 გოლი გაიტანა. ის ასევე 2 სეზონის განმავლობაში ხიხონის "სპორტინგის" ღირსებასაც იცავდა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები