Aa Aa
27 ოქტომბერი 2020  |  10:14

პსჟ-სა და მბაპეს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს - პირველი სესია უშედეგოდ დასრულდა

„პარი სენ ჟერმენის“ ხელმძღვანელობასა და კილიან მბაპეს შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

L’Equipe-ს ინფორმაციით, მხარეებს შორის გამართული საუბრის პირველი სესია უშედეგოდ დასრულდა და ისინი ახალი ეტაპისთვის ემზადებიან.

როგორც ირკვევა, გაურკვევლობა სამომავლო გეგმების თაობაზე საუბარმა გამოიწვია, რაშიც მბაპესა და პარიზელთა აზრები გაიყო. ასევე ჯერჯერობით დასაკონკრეტებელია ფინანსური დეტალებიც.

კილიან მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. მის მიმართ სერიოზულ ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენს, მათ შორის ყველაზე უფრო მონდომებული მადრიდის „რეალია“.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში