ხაბიბი UFC-ში - არწივის ტოტალური დომინაცია რიცხვებში
ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჯასტინ გეიჯისთან გამარჯვების შემდეგ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. „არწივი“ MMA-დან დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსით წავიდა და UFC-ში შთამბეჭდავი მემკვიდრეობა დატოვა. მემკვიდრეობა, რომელიც 13 მოგებასა და ტოტალურ დომინაციას მოიცავს.
UFC-ში ნურმაგომედოვის დომინაციას ყველაზე კარგად მისი სტატისტიკა აღწერს.
ზედიზედ მოპოვებული გამარჯვებების რაოდენობა UFC-ში - 13
დღეების რაოდენობა UFC-ის დაუმარცხებელი მებრძოლის სტატუსით - 3200
UFC-ის ოქტაგონზე გატარებული დრო - 161 წუთი და 55 წამი
იმ დროის რაოდენობა, როცა ხაბიბი მეტოქეს აკონტროლებდა - 94 წუთი და 47 წამი
მეტოქეებისთვის მიყენებული დარტყმების რაოდენობა - 1862
ზუსტი დარტყმების რაოდენობა - 1079
მიღებული დარტყმების რაოდენობა - 453
თეიქდაუნების მცდელობების რაოდენობა - 127
თეიქდაუნების რაოდენობა - 61
მეტოქის მიერ მის წინააღმდეგ განხორციელებული თეიქდაუნების რაოდენობა - 2
ნოკაუტით მოგებული ბრძოლების რაოდენობა - 2
მტკივნეული ან მახრჩობელა ილეთით მოგებული ბრძოლების რაოდენობა - 5
მსაჯების გადაწყვეტილებით მოგებული ბრძოლების რაოდენობა - 6