Aa Aa
26 ოქტომბერი 2020  |  19:58

„წესები ჯერ რამოსმა დაარღვია" - ბარსელონა მსაჯების საუბრის აუდიოჩანაწერს ითხოვს

ესპანურ პრესაში გასულ უქმეებზე გამართულ „ელ კლასიკოში“ დანიშნულ საკამათო პენალტთან დაკავშირებით საუბარი არ წყდება. კატალონიური გამოცემა, Sport იტყობინება, რომ „ბარსელონას“ აქვს სამხილი, რომელიც ამტკიცებს, რომ ლაინსმენმა შეხვედრის მთავარ არბიტრს, მარტინეს მუნუერას რამოსის წაქცევის ეპიზოდში უთხრა, რომ პენალტი არ ყოფილა და პირველმა წესები სერხიომ დაარღვია, მაგრამ რეფერიმ ეს სიტყვები არაფრად ჩააგდო.

Sport-ის ინფორმაციას ორი ესპანური გამოცემა, Deportes Cuatro და Cadena SER-ც ადასტურებს. Deportes Cuatro-მ მუნუერასა და მისი ასისტენტის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, რომელშიც ლაინსმენი მთავარ მსაჯს ეუბნება: „მაისურზე პირველმა რამოსმა მოქაჩა“. მეორე მხრივ, Cadena SER ირწმუნება, რომ გვერდითა მსაჯმა მუნუერას ასეთი რამ უთხრა: „ჯარიმა რამოსზეა, ჯარიმა რამოსზეა“.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „ბარსელონამ“ გადაწყვიტა მოედანზე მყოფი არბიტრებისა და მთავარი მსაჯისა და ვიდეორეფერის საუბრის ოფიციალური აუდიოჩანაწერი მოითხოვოს. „ბლაუგრანაში“ თვლიან, რომ კლუბის წინააღმდეგ კამპანიაა აგორებული და ყველაფრის სააშკარაოზე გატანას აპირებენ.

საგულისხმოა ისიც, რომ Sport-ის ინფორმაციით, მუნუერას ოჯახის წევრები „რეალის“ ქომაგები არიან. მამამისი კი „რეალის“ ერთ-ერთი ფანკლუბის დამაარსებელი გახლავთ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში