Aa
Aa

"ნაკრებში აღარ ვითამაშებ" - პოგბა პრეზიდენტ მაკრონს დაუპირისპირდა

საფრანგეთის ნაკრებისა და "მანჩესტერ იუნატედის" ფეხბურთელმა პოლ პოგბამ ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადა.

მიზეზად კი სახელდება საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის ისლამზე განცხადება,რომელიც მან 47 წლის მასწავლების სამუელ პატის მოკვლის შემდეგ განაცხადა.

"ერთობა და სიმტკიცე - ერთადერთი პასუხი საშინელი მუსლიმანური ტერორიზმის წინააღმდეგ" - განაცხადა მაკრონმა 

აღნიშნული განცხადება ფეხბურთელმა საკუთარი თავის და ფრანგი მუსლიმების შეურაცხყობად მიიღო.

შეგახსენებთ,რომ საფრანგეთში 16 ოქტომბერს საზარელი მკვლელობა მოხდა. 18 წლის ჩეჩენი აბდულახ ანზოროვი დანით შეიარაღებული,კონფლან სენტ-ონორინის კომუნაში სკოლის მასწავლებელს ქუჩაში დანით დაესხა და მას თავი მოჰკვეთა.

თავდასხმის შემდეგ შეიარაღებულ მამაკაცს პოლიცია დაედევნა და ცეცხლი გაუხსნა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელი „ალაჰ აკბარს“ ყვიროდა.

გავრცელებული ინფორმაციით სკოლის მასწავლებელი, რომელიც პარიზთან ახლოს მოკლეს, მოსწავლეებს მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურებს აჩვენებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები