Aa Aa
24 ოქტომბერი 2020  |  19:57

UFC 254: ჯოჯუას დასანანი მარცხი, მძიმე ჭრილობა და მავერიკის ემოციური გამარჯვება

ქართველი მებრძოლი ლიანა ჯოჯუა UFC 254-ის ფარგლებში მირანდა მავერიკს დაუპირისპირდა. შეხვედრა მავერიკის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მის სადებიუტო მოგებას ხელი ქართველის დაზიანებამაც შეუწყო.

მირანდა მავერიკი განსაკუთრებით კარგად ფეხით მოქმედებდა. მისი დებიუტი წარმატებული გამოვიდა და გამარჯვების შემდეგ ემოციები ვერ დამალა. მან მადლობა გადაუხადა მწვრთნელებსა და ოჯახის წევრებს, თუმცა ასევე თქვა, რომ უფრო მეტის ჩვენება სურდა და უფრო დამაჯერებლად გამარჯვება შეეძლო.

პირველივე რაუნდში მეტოქის მხრიდან ჯოჯუამ სახის არეში მძიმე დაზიანება მიიღო და ექიმმა ბრძოლა შეწყვიტა, თუმცა ჯოჯუა ბრძოლის შეწყვეტის წინააღმდეგი იყო, რაც მან ემოციურად გამოხატა.

შეგახსენებთ, დღევანდელი ბრძოლა მავერიკისთვის UFC-ში სადებიუტო იყო. ჯოჯუასთან დაპირისპირებამდე მის ანგარიშზე 7 მოგება და 2 მარცხი იყო, ჯოჯუას კი 11-დან 8 ბრძოლა ჰქონდა მოგებული. 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში