გრან სლემი - ბუდაპეშტში ნინიაშვილი მერვედფინალში დამარცხდა
Aa
Aa

გრან სლემი - ბუდაპეშტში ნინიაშვილი მერვედფინალში დამარცხდა

ხანგრძილი პაუზის შემდეგ ძიუდო დაბრუნდა. ბუდაპეშტის გრან სლემის პირველ დღეს ტატამზე ქართველი ძიუდოისტი ბაგრატ ნინიაშვილი გამოჩნდა.

66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნინიაშვილი მერვეფინალში აზერბაიჯანელ ორხან საფაროვთან პონით დამარცხდა. 

ქართველმა ძიუდოისტმა უნგრეთში პირველ წრეში რუმინელი დენის ვიერუსხ მოუგო.

 

ხოლო მეორე ეტაპზე ყაზახ იელდოს ჟუმაკანოვს აჯობა. 

ბუდაპეშტის გრან სლემზე ასევე ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი (73 კგ.),  ავთანდილ ჭრიკიშვილი (90 კგ.), გელა ზაალიშვილი და ლევან მათიაშვილი (+100 კგ.) იასპარეზებენ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები