ბეილი MLS-ში წავიდა
ბეილი MLS-ში წავიდა
ტევესის მძიმე ბავშვობა
ტევესის მძიმე ბავშვობა
ევროპა უნდა დავიპყრო
ევროპა უნდა დავიპყრო
წივწივაძე ევროპის ჩემპიონია
წივწივაძე ევროპის ჩემპიონია
რონალდუ არ მიდის
რონალდუ არ მიდის
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
ბასილაშვილი უიმბლდონს იწყებს
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
დიბალა და კვარა ერთ გუნდში?
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
როგორია ხვიჩას ნაპოლის განრიგი
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ლევანდოვსკის რონალდუ ჩაანაცვლებს
ბეილი კარდიფში?
ბეილი კარდიფში?
მარსელო რეალიდან წავიდა
მარსელო რეალიდან წავიდა
კვარაშოუ და კვარამაგია
კვარაშოუ და კვარამაგია
რევანში აღებულია
რევანში აღებულია
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
თოფურია UFC-ის ამომავალ ვარსკვლავებში
ნადალი ჩემპიონია
ნადალი ჩემპიონია
ტალახაძე ევროპის ჩემპიონია
ტალახაძე ევროპის ჩემპიონია
შვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო
შვიონტეკმა როლან გაროსი მოიგო
მოურინიო პსჟ-ში?
მოურინიო პსჟ-ში?
ბოსტონი სუპერფინალშია!
ბოსტონი სუპერფინალშია!
არქანია ბრინჯაოს მფლობელია
არქანია ბრინჯაოს მფლობელია
''მაიმუნებივით დახტოდნენ და თავში მირტყამდნენ'' - ჯაჭვლიანი ოჯახურ შანტაჟსა და ფედერაციაზე
Aa Aa
23 ოქტომბერი 2020  |  10:57

''მაიმუნებივით დახტოდნენ და თავში მირტყამდნენ'' - ჯაჭვლიანი ოჯახურ შანტაჟსა და ფედერაციაზე

საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში არსებულ კონფლიქტურ ვითარებაზე პრეზიდენტმა სოსო ჯაჭვლიანმა ტელეკომპანია ''ფორმულას'' ეთერში ისაუბრა. მან 17 ოქტომბერს მომხდარი ინცინდენტი გაიხსენა, როცა საგანგებო სხდომა სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა ჩაშალეს. ჯაჭვლიანის თქმით აღნიშნული მწვრთნელები ფედერაციიდან შესაბამისი სერთიფიკატისა და განათლების არქონის გამო დაითხოვა.

სოსო ჯაჭვლიანი: ''მწვრთნელები, რომლებიც ჩემს გადადგომას მოითხოვენ, ფედერაციიდან გაშვებულნი არიან. ვინ დაითხოვა ? გადაწყვეტილება მე მივიღე. საქართველოს პარლამენტში მივიღეთ კანონი სპორტის შესახებ, რომლის მიხედვით პირს არ აქვს მუშაობის უფლება შესაბამისი სერთიფიკატის ან განათლების გარეშე.

როცა მათი გადადგომის თაობაზე სხდომა უნდა ჩამეტარებინა, სხდომის დაწყებამდე მომწერეს, რომ თუ მათ გავუშვებდი, ისინი იტყოდნენ, რომ მათგან ფულს ვიღებდი. ისღა მაკლია სოსო ჯაჭვლიანი შანტაჟს დაექვემდებაროს. გამგეობის ერთ-ერთი წევრი რევაზ ლუტიძე მოვიდა და სხვებთან ერთად აყალ-მაყალი ატეხა, თუმცა მე სხდომა ჩავატარე და ისინი გავრიცხე.

შემდეგ მორიგი სხდომა ჩავატარეთ. წარმოიდგინეთ, შემოცვივდნენ, თავში მირტყამდნენ, წყალს მასხამდნენ, რა ქვეყანას ვაშენებთ ?! შემოვარდნენ და მაიმუნებივით დახტოდნენ.

კალაძეს ერთი თვე ვურეკავდი, თუმცა ვერ მოიცალა, თბილისის მერია და ბევრი საქმე აქვს, მაგრამ მე თვითონ ამ გუნდში ვინ ვარ? 2012 წელს თავი გავწირეთ, რომ არჩევნები მოგვეგო და სამართლიანობა აღგვედგინა.

მე რომ იურიდიულად მართალი არ ვიყო, იცით რას მიზამდნენ? თავს ვირის აბანოში ამომაყოფინებდნენ''.

ჯაჭვლიანმა მის ოჯახზე განხორციელებულ შანტაჟზეც ისაუბრა. მის მეუღლეს უცნობმა პირმა უთხრა, რომ თუ სოსო ჯაჭვლიანი არ გაჩერდებოდა, მათ ოჯახს პრობლემები შეექმნებოდა.

''არჩევნებამდე ხმის ამოღებას არ ვაპირებდი, მაგრამ ჩემს ოჯახზე ზეწოლა განხორციელდა. ისინი შეეხნენ ყველაზე წმინდას, სამი შვილის დედას, მე მათ დედებს ავუფეთქებ. სამი დღე გავიდა და სამართალდამცველები დღემდე არ მოსულან. კალაძეს და პრემიერ-მინისტრს მივმართავ, შემხვდით და გაგარკვევთ საქმეში''.

შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს, საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულ ფედერაციაში საგანგებო სხდომის მიმდინარეობისას მწვრთნელები და მკლავჭიდელები პრეზიდენტ სოსო ჯაჭვლიანს დაუპირისპირდნენ. სხდომა სასტუმრო ''ბომონდ გარდენში'' მიმდინარეობდა, ჯაჭვლიანი აღნიშნულ პირებს სხდომაზე არ უშვებდა, თუმცა მათ მაინც შეძლეს სხდომაზე შესვლა. მწვრთნელები და სპორტსმენები თვლიან, რომ ჯაჭვლიანი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს და მათ აზრს არ ითვალისწინებს. 

''წადი, წადი, ფულის მონა, 20 წელი რა ვერ გაიგე, რომ უნდა წახვიდე'' - ასე მიმართეს პროტესტის მონაწილეებმა სოსო ჯაჭვლიანს. 

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
YouTube პრომო