Aa Aa
22 ოქტომბერი 2020  |  18:42

მესი: "იმედი მაქვს რონალდუ თამაშს შეძლებს"

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ერთმანეთს "იუვენტუსი" და "ბარსელონა" ხვდებიან. "ბებერი ქალბატონის" მთავარ ვარსკვლავს კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი აქვს და არის შანსი, რომ ხსენებულ დაპირისპირებაში მონაწილეობა ვერ მიიღოს. ამასთან დაკავშირებით ლეო მესიმ კომენტარი გააკეთა.

"რონალდუსთან დაპირისპირება ყოველთვის განსაკუთრებული იყო. ეს მრავალი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და ასეთი დონის შენარჩუნება ადვილი ნამდვილად არ არის. ჩვენი კლუბებიც, "რეალი" და "ბარსელონა" მსოფლიოში ყველაზე ძლიერები იყვნენ. წლების მანძილზე თანაბარი კონკურენცია იყო. 

ჩემი და კრიშტიანუს დუელი ძალიან კარგი იყო და ვფიქრობ ხალხი სიამოვნებას იღებდა. ვიმედოვნებ, რომ მათ მომავალშიც გავახარებთ. იმედი მაქვს, რომ რონალდუ მალე გამოჯანმრთელდება და ოთხშაბათს თამაშს შეძლებს." - განაცხადა მესიმ

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსი 13 ოქტომბერს დაუდგინდა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კოვიდ ინფექციაზე ტესტს ხვალ კიდევ ერთხელ ჩაიტარებს და თუ პასუხი უარყოფითი იქნება, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ის ბარსასთან თამაშს.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში