Aa Aa
21 ოქტომბერი 2020  |  23:01

შესანიშნავი სტატისტიკა - Sofascore-მა ხოჭოლავა შეაფასა

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრა მადრიდის "რეალსა" და დონეცკის "შახტარს" შორის. უკრაინელებმა სენსაცია მოახდინეს და "სამეფო კლუბი" 2:3 დაამარცხეს. შეხვედრაში გამოსარჩევი იყო ქართველი ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა, რომელმაც საოცარი მატჩი ჩაატარა და გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

სპორტულმა გამოცემა Sofascore-მა დავითს 6.7 ქულა დაუწერა. ხოჭოლავას სტატისტიკა შემდეგში მდგომარეობს - 43 შესრულებული გადაცემა და აქედან 39 ზუსტი (91%)

3 საჰაერო ორთაბრძოლა - სამივე მოგებული

მეტოქე გუნდის შეტევების დროს ქართველმა 10-ჯერ მოიგერია ბურთი

დაბლოკილი დარტყმა - 1

ჩაჭრა - 1

ერთი დრიბლინგის მცდელობა და ისიც ზუსტი 

საბოლოოდ დონეცკელთა მხრიდან საუკეთესო შეფასება 7.5 ქულა ტეტემ დაიმსახურა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, უკრაინულმა გუნდმა მადრიდრული გრანდი 2:3 დაამარცხა. სტუმართა მხრიდან თავი ტეტემ და მანორ სოლომონმა გამოიჩინეს, ერთი გოლი კი ვარანმა გაიტანა საკუთარ კარში. "რეალიდან" გოლი ვინისიუს ჟუნიორმა და ლუკა მოდრიჩმა გაიტანა.

მომდევნო შეხვედრას "ბლანკოსი" ლა ლიგაში 24 ოქტომბერს "ბარსელონას" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში