კვარაცხელიას გოლი საუკეთესოებში - უეფამ ერთა ლიგაზე გოლები გამოარჩია
Aa
Aa

კვარაცხელიას გოლი საუკეთესოებში - უეფამ ერთა ლიგაზე გოლები გამოარჩია

"უეფას" ოფიციალურმა საიტმა "ერთა ლიგის" მესამე და მეოთხე ტურში გასული გოლები გამოარჩია. აღსანიშნავია, რომ ვიდეო კოლაჟში ქართველი ამომავალი ვარსკვლავის ხვიჩა კვარაცხელიას გოლიც მოხვდა.

19 წლის ფეხბურთელის გოლი ჩრ.მაკედონიის კარში უყურადღებოდ არ დარჩა. კვარაცხელია "უეფამაც" კი შეაქო. ვიდეოში ხვიჩას გოლთან ერთად ისეთი ფეხბურთელების გოლები მოხვდა, როგორებიც სერჟ გნაბრი ერლინგ ჰოლანდი, ანტუან გრიზმანი და ჰაკან ჩალჰანოღლუ არიან.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ქართველ შემტევს მცირე ტრავმა აქვს. CrystalSport-ის ცნობით კვარაცხელიას ბელარუსთან მიღებული დაზიანება ბოლომდე მორჩენილი არ აქვს. სწორედ ამიტომ შეცვალეს ''კრასნოდართან'' შეხვედრაში. 19 წლის ტალანტი ვარჯიშებს არ გამოტოვებს, თუმცა პარალელურად იმკურნალებს და ამ მცირე ტრავმას ბოლომდე მოიშუშებს.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო, 1 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი გამოიმუშავა.

ფოტო - gff.ge

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები