Aa Aa
21 ოქტომბერი 2020  |  15:42

„ეს ფეხბურთს გაანადგურებს, მის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ" - ფიგუ ევროპულ პრემიერ ლიგაზე

„ბარსელონასა“ და „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელი, ლუიშ ფიგუ ევროპული პრემიერ ლიგის შექმნის იდეას გამოეხმაურა. ლეგენდარულმა პორტუგალიელმა თავისი პოზიცია „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში დააფიქსირა და ეს ინიციატივა მკაცრად გააკრიტიკა.

„ყველაფერი, რაც ამ სუპერ ლიგის შექმნის იდეის შესახებ წავიკითხე, ფეხბურთს ისეთი სახით, როგორითაც ჩვენ ვიცნობთ, გაანადგურებს. ეს ინიციატივა მხოლოდ და მხოლოდ სიხარბეს უკავშირდება და ფეხბურთს რამდენიმე ელიტარულ კლუბს დაუტოვებს, ხოლო დანარჩენ კლუბებსა და ჩემპიონატებს, რომლებიც გულშემატკივრებს უყვართ, მოკლავს. საფეხბურთო სამყარო უნდა გაერთიანდეს! ამ იდეის წინააღმდეგ ყველა უნდა წავიდეს“!

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, Sky Sports-მა სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ ინგლისის, გერმანიის, ესპანეთის, იტალიისა და საფრანგეთის წარმომადგენელი კლუბები ახალი ტურნირის თაობაზე მოლაპარაკებებს მართავენ. გათამაშებას მხარს ფიფაც უჭერს და ამერიკული ბანკი, JP Morgan მზადაა, ტურნირი სტარტისთვის 6 მილიარდი დოლარით დააფინანსოს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში