Aa Aa
20 ოქტომბერი 2020  |  17:33

ტრავმიანობა და პრობლემები - ხოჭოლავა რეალთან ძირითადში?

ჩემპიონთა ლიგა დაბრუნდა და პირველ ტურში მადრიდის "რეალი" დონეცკის "შახტარს" უმასპინძლებს. უკრაინელთა რიგებში დავით ხოჭოლავა ირიცხება. ყველამ კარგად იცის, რომ ის ცენტრალური მცველია. 

სულ ცოტა ხნის წინ "შახტარმა" საკუთარ ვებ-საიტზე 23 კაციანი განაცხადი გამოაქვეყნა, სადაც კლუბის რამდენიმე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი არ ფიგურირებს, მათ შორის მცველები. მიზეზი ტრავმიანობაა.

ლუის კასტრომ განაცხადში მცველთა სიაში ხოჭოლავა, დოდო, ვალერი ბონდარი, ვიტაო, მარკ მამპაში და ვიქტორ კორნიეენკო შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ მამპაში ახალგაზრდული გუნდიდან წამოიყვანა, 20 წლის ვიტაოს კი ძირითად შემადგენლობაში ბოლო 2 სეზონის განმავლობაში მხოლოდ 1 მატჩი აქვს გამართული.

რაც შეეხება კორიეენკოს ვიტაოს მსგავსად 1 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული. დოდო მარჯვენა მცველია, ვალერი ბონდარი ცენტრალური მცველი, მაგრამ ასეთ დონეზე სათამაშოდ გამოუცდელია. ამრიგად, ასეთ სიტუაციაში "შახტარისთვის" ყველაზე გამოცდილი და იმედისმომცემი ცენტრალური მცველი, სწორედ ქართველი ფეხბურთელი გახლავთ. 

ამ ყველაფრიდან გამომდინარე დიდი ალბათობით დავით ხოჭოლავა მადრიდის "რეალთან" მატჩს ძირითად შემადგენლობაში დაიწყებს. შეხვედრა 21 ოქტომბერს თბილისის დროით 20:55-დან აიღებს სტარტს.

შეგახსენებთ, რომ ხოჭოლავა დონეცკელთა შემადგენლობაში 2017 წლიდან გამოდის. ამ პერიოდში მან "შახტარის" მაისური 68-ჯერ მოირგო და 3 გოლი გაიტანა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში