Aa
Aa

"იბრას იტალიაში რონალდუზე დიდი როლი აქვს" - ძაკერონი ზლატანს აქებს

იტალიელმა სპეციალისტმა, ალბერტო ძაკერონიმ ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ აპენინურ ფეხბურთში ამ მომენტში მას უფრო დიდი როლი აქვს, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუს.

„კარიერის განმავლობაში არაერთი დიდი ფეხბურთელი გამიწვრთნია - ბირჰოფით დაწყებული, ვეათი გაგრძელებული და ადრიანოთი დამთავრებული. ერთადერთი, რაც სინანულს მგვრის ისაა, რომ იბრაჰიმოვიჩთან ერთად არასდროს მიმუშავია.

ის გასაოცარი ფეხბურთელია და ჯერ კიდევ არ მესმის, „ოქროს ბურთი“ რატომ არასდროს მოუგია. იტალიურ ფეხბურთში დღესდღეობით მას იმაზე დიდი როლი აქვს, ვიდრე კრიშტიანუ რონალდუს. შემთხვევითი ნამდვილად არაა, რომ მისი დაბრუნების შემდეგ ბევრმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა პროგრესი განიცადა.

ზლატანს მხოლოდ გოლები არ გააქვს. იგი ყველა თანაგუნდელის მიმართ ნდობას გასცემს და მათზე ზრუნავს, გადამწყვეტ მომენტებში კი მთელ ტვირთს საკუთარ მხრებზე იღებს“.

67 წლის ძაკერონი, რომელიც „მილანის“, „ინტერისა“ და „იუვენტუსის“ ყოფილი მწვრთნელია, ამჟამად უსამსახუროდაა. იგი ბოლოს მუშაობდა არაბთა გაერთიანებული საემიროების ნაკრებში, რომლის თავკაცის პოსტიც 2019 წლის იანვარში დატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები