Aa Aa
20 ოქტომბერი 2020  |  00:16

ისტორიული მომენტი - რა უთხრა ჯორდანმა კობის მის წინააღმდეგ გამართულ ბოლო მატჩში

ამერიკელმა მსახიობმა, ჯონ კიუსაკმა ისტორიული მომენტის შესახებ ისაუბრა, რომელიც 2003 წელს, „ვაშინგტონ უიზარდსისა“ და „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ დაპირისპირებაში ვიხილეთ.

როგორც მიხვდით, საქმე მაიკლ ჯორდანსა და კობი ბრაიანტს შორის გამართულ ბოლო მატჩს ეხება. შეხვედრის მიმდინარეობისას „ემჯეიმ“ „შავ მამბას“ შეტევაში ჯარიმა მიაღებინა, რასაც საკალათბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოსურათი მოჰყვა.

კიუსაკი პირველ რიგში იჯდა და ჯიმი კიმელის გადაცემაში ყველაფერი დეტალურად გაიხსენა: „ყველამ იცოდა, რომ აუცილებლად იქნებოდა მომენტი, როცა მაიკლი და კობი ერთი-ერთზე ითამაშებდნენ. ეს მომენტი დადგა. კობიმ ბურთი მიიღო, თანაგუნდელებისგან სივრცე მოითხოვა და ყველა მოუთმენლად ელოდა რა მოხდებოდა.

ბრაიანტს ჯორდანი მეურვეობდა და კობიმ ბურთის ტარება დაიწყო, რა დროსაც მას მაიკლი გადაეღობა და შეტევაში ჯარიმა მიაღებინა. ჯორდანი წაიქცა, კობი კი მის თავზე იდგა. უეცრად მაიკლმა ბრაიანტს ახედა და უთხრა: „ამ შენობაში მყოფმა ყველა ადამიანმა იცოდა, რომ პასს არავის მისცემდი“.

ჯორდანის სიტყვებს პაუზა მოჰყვა და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ვეტერანმა და გამოცდილმა კალათბურთელმა ბრაიანტს აჯობა. კობიმ კი სიცილი დაიწყო და მალევე ორივე იცინოდა... მაშინ მათ ირგვლივ მყოფი ადამიანები სწორედ ამიტომ იცინოდნენ... ეს გახლდათ მომენტი, როცა ემჯეიმ შავ მამბას ტახტი გადააბარა“.

შეგახსენებთ, რომ კობი მაშინ 24 წლის იყო და იმ შეხვედრაში 55 ქულა დააგროვა...

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში