Aa Aa
19 ოქტომბერი 2020  |  20:33

გურამ ქუთათელაძე: „ჩემს რწმენაში ეჭვი ნუ შეგეპარებათ"

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გურამ ქუთათელაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც რამდენიმე თემას შეეხო. „ქართველმა ვიკინგმა“ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და იმ ქომაგებსაც გამოეხმაურა, რომლებმაც იმის გამო გააკრიტიკეს, რომ ჯვარი არ ეკეთა.

„გამარჯობა ჩემო ქართველებო! პირველ რიგში მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადავუხადო ასეთი მხარდაჭერისთვის. ძალიან ბევრ მოლოცვებს, მესიჯებსა და ზარებს ვღებულობ საქართველოდან. ბოდიშს გიხდით, რომ სამწუხაროდ ყველას ფიზიკურად ვერ ვუპასუხებ, მაგრამ თქვენი ყურადღება ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.

რამდენადაც იცით, მე პირადად უკმაყოფილო დავრჩი ჩემი გუშინდელი გამოსვლით და როგორც უკვე რამდენჯერმე ვთქვი ინტერვიუში - ეს არ არის ის გურამი რომელსაც მე და ყველა ჩემი თანაგუნდელი იცნობს და მითუმეტეს ეს არ იყო ჩემი საზღვარი. მე ყოველთვის გამოვთქვამ ჩემს აზრს გულით, მიუხედავად იმისა რას ფიქრობენ ამაზე სხვები. და იმ მომენტშიც, ბრძოლის შემდეგ, ვთქვი ისე როგორც ვგრძნობდი. ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა რისი და რამდენ გზის ჩემპიონი იყო ჩემი მეტოქე, იყო თუ არა ის დაუმარცხებელი, მე შევდივარ ოქტაგონზე ჩემი საქმის გასაკეთებლად და თვითონ ვარ ჩემითავისთვის ყველაზე მკაცრი მსაჯი.

მიუხედავად ამ ყველაფრისა ეს ბრძოლა მოვიგეთ და ჩვენს წინ ღმერთის წყალობით უფრო მეტი გველოდება!

რაც შეეხება ზოგიერთი თქვენგანის კომენტარებს იმის თაობაზე რატომ არ ავაფრიალე ქართული დროშა. ყველამ კარგად იცის რომ რამდენიმე თვე მე არ მიცხოვრია სახლში და თან ჩემი ბრძოლის წინ ვიყავი ამერიკაში და დაბრუნების შემდეგ ისევ სახლში ჩაუსვლელად მივიღე ერთი კვირის short-notice-ზე ეს ბრძოლა. მე ჩემი საქართველოს და შვედეთის დროშა როგორც ხვდებით ჯიბეში არ დამაქვს და ფიზიკურად ვერ მოვასწრებდი არც მის წამოღებას და არც გამოგზავნას, მაგრამ არც მგონია ეს ისეთი საგანგაშო ამბავი იყოს, იმიტომ რომ მე ისედაც ოფიციალურად პრომოუშენში წარმოვადგენ საქართველოს და ასევე ჩემი სახელით და გვარითაც წარმოვადგენ მას. რა თქმა უნდა არ არის ზედმეტი კიდევ ერთი ქართული დროშა ივენთზე მაგრამ მე 24 საათი და 7 დღე კვირაში ვარ ქართველი და ოქტაგონზე თუ მის გარეთ წარმოვადგენ ჩემს ქვეყანას და ვამაყობ მით.

და იგივე რაც შეეხება თქვენს კითხვებს რელიგიაზე, რატომ არ მეკეთა ჯვარი და ასე შემდეგ. რამდენიმეჯერ ვნახე კომენტარებში რომ “ურწმუნო”-ს მეძახიან და ეს, სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან შეურაცხმყოფელია ჩემთვის და ალბათ ნებისმიერი ადამიანისთვის რომელსაც ღმერთის სწამს. როდესაც ასეთ კომენტარებს ვკითხულობ ისეთი გრძნობა მაქვს რომ ადამიანი ცდილობს ჩემს ლოცვაში ცხვირის ჩაყოფას. ჩემს რწმენაში ეჭვი ნუ შეგეპარებათ. მე ღმერთის წინ ვაგებ პასუხს და არა კომენტატორებს წინ, და არავის დასანახად არ ვცდილობ გამოვჩნდე რელიგიური, ეს ჩემი ცხოვრების ძალიან პირადი და მნიშვნელოვანი ნაწილია.

ამიტომ ეს იქნება ჩემი ერთად ერთი რეაქცია ამ საკითხის თაობაზე და იმედი მაქვს არ დავუბრუნდებით ამასზე ლაპარაკს.

კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ყველა მხარდამჭერს! შევეცდები ყოველთვის გაგახაროთ", - განაცხადა ქუთათელაძემ.

გამარჯობა ჩემო ქართველებო! პირველ რიგში მინდა თითოეულ თქვენგანს მადლობა გადავუხადო ასეთი მხარდაჭერისთვის. ძალიან ბევრ...

Posted by Guram Kutateladze on Monday, October 19, 2020

შეგახსენებთ, რომ ქუთათელაძეს ანგარიშზე 12 მოგება და 2 მარცხია. ქართველ მებრძოლს ოქტაგონი წაგებულის სტატუსით 2015 წლის შემდეგ არ დაუტოვებია.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში