ვან დაიკს ოპერაცია სჭირდება! - ლივერპული ოფიციალურ განცხადებას აკეთებს
Aa
Aa

ვან დაიკს ოპერაცია სჭირდება! - ლივერპული ოფიციალურ განცხადებას აკეთებს

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად "ლივერპულისა" და ნიდერლანდების ნაკრების მცველს ვირჯილ ვან დაიკს ჯვარედინი მყესების დაზიანება აღენიშნებოდა და გამოითქვა ვარაუდი, რომ ის 8 თვეს გამოტოვებდა.

დღეს კი "ლივერპულის" ოფიციალურმა ვებ-საიტმა ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი განცხადება გააკეთა: "მედიკოსების შეფასებით დადგინდა, რომ ვან დაიკს ოპერაცია სჭირდება. მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ვირჯილი ოპერაციის შემდეგ ჩვენს ექიმებთან ერთად სპეციალურ სარეაბილიტაციო კურსს გაივლის, რათა მან მაქსიმალურად სწრაფად შეძლოს ოპტიმალურ ფორმაში დაბრუნება." 

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელმა მცველმა დაზიანება "ევერტონთან" შეხვედრაში მატჩის საწყის წუთებზე მიიღო. "მერსისაიდელთა" კიპერმა ჯორდან პიკფორდმა ვირჯილის წინააღმდეგ საკმაოდ უხეშად ითამაშა და სწორედ ეს გახდა ვან დაიკის ტრავმის მიზეზი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები