Aa Aa
18 ოქტომბერი 2020  |  16:26

"მან შეურაცხყოფა მომაყენა" - კუმანი ნიომის აკრიტიკებს, ბორდალასი არ ეთანხმება

ლა ლიგის მორიგ ტურში ერთმანეთს "ხეტაფე" და "ბარსელონა" დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ბარსას თავკაცმა რონალდ კუმანმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც "ხეტაფეს" ნახევარმცველი ნიომი გააკრიტიკა.

"ბორდალასს ვუთხარი, რომ მათმა 12-მა ნომერმა ნიომიმ რამდენჯერმე ისეთი სიტყვებით მომმართა, რომ ამის გამეორებაც კი არ მინდა. მან მე შეურაცხყოფა მომაყენა.

ბორდალასს ვთხოვე მას დალაპარაკებოდა და აეხსნა, რომ ასე მოქცევა თანამედროვე ფეხბურთში არ შეიძლება და ლამაზი არ არის." - განაცხადა კუმანმა

ნიდერლანდელი მწვრთნელის ამ განცხადებას თავად "ხეტაფეს" მწვრთნელიც გამოეხმაურა: "მე აქ ფეხბურთზე სალაპარაკოდ ვარ და არა დაპირისპირებებზე. ჯერჯერობით ნიომისთან არ მისაუბრია, მაგრამ მე მას კარგად ვიცნობ და არამგონია ეს გაეკეთებინა. ალანი კარგი ბიჭია.

სენეგალელი საკმაოდ პატივმოყვარე ადამიანია. ზოგადად არ დავუშვებ ჩემმა ფეხბურთელმა რაიმე მსგავსი ჩაიდინოს, მაგრამ ვიმეორებ, ეჭვი მეპარება, რომ მას ეს გაეკთებინა." - განაცხადა ბორდალასმა

როგორც უკვე მოგახსენეთ, "ხეტაფემ" კატალონიელები მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე ხაიმე მატამ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა და გუნდს 3 ქულა მოაპოვებინა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში