Aa
Aa

"თამაშგარე არ იყო" - კლოპი მსაჯის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება

დასრულდა პრემიერ ლიგის მორიგი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს "ევერტონი" და "ლივერპული" დაუპირისპირდნენ. მატჩის შემდეგ იურგენ კლოპმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს დერბი საუკეთესო იყო, რომელშიც ამ გუნდებს მონაწილეობა მიუღიათ.

"ვირჯილი თავიდანვე ტკივილით თამაშობდა და სამწუხაროდ მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ეს კი კარგი ნამდვილად არ იყო. "ვარ" სისტემის დიდი მხარდამჭერი ვარ, მაგრამ თქვენ თუ მეტყვით, რომ ჰენდერსონის გოლი თამაშგარე იყო ვერ დაგეთანხმებით. 

მატჩის შემდეგ დაახლოებით 10 ინტერვიუ მქონდა და აბსოლუტურად ყველამ მითხრა, რომ თამაშგარე არ იყო. ეს ყველაფერი მე განწყობას ვერ ამიმაღლებს. ვთვლი, რომ მატჩი უნდა მოგვეგო.

დროის გასვლასთან ერთად ეს შედეგი სულ უფრო მიუღებელი ხდება. ეს დერბი კი ამ გუნდების მონაწილეობით. საუკეთესო იყო" - განაცხადა კლოპმა

შეგახსენებთ, რომ "მერსისაიდული" დერბი ფრედ 2:2 დასრულდა. შეხვედრაში ანგარიში მე-3 წუთზე სადიო მანემ გახსნა, რასაც სულ მალე კინის გოლი მოჰყვა. მეორე ნახევარში "ლივერპული" სალაჰმა დააწინაურა, თუმცა მატჩის 81-ე წუთზე დომინიკ კალვერ-ლევინმა ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჯორდან ჰენდერსონმა გოლი გაიტანა, მაგრამ ვიდეო რეფერიმ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, რასაც მოგვიანებით იურგენ კლოპი არ დაეთანხმა.

ამრიგად, 5 ტურის შემდეგ პრემიერ ლიგას ისევ "ევერტონი" ლიდერობს. ანჩელოტის გუნდს 13 ქულა აქვს. რაც შეეხება "ლივერპულს" მათ აქტივში 10 ქულაა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები