კვიპროსული მედია: ოქრიაშვილი დერბიში თამაშისთვის მზადაა
Aa
Aa

კვიპროსული მედია: ოქრიაშვილი დერბიში თამაშისთვის მზადაა

კვიპროსული მედიის ცნობით ''ანორთოსისის'' ქართველი შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი კვიპროსის ჩემპიონატის უახლოეს ტურში ''ნეა სალამინას'' წინააღმდეგ ითამაშებს, მან მცირე ტრავმა მოიშუშა და თამაშისთვის მზადაა. ''კრასნოდარის'' ექს-ფეხბურთელმა ეროვნული ნაკრების შეკრებაზე მიღებული მცირე ტრავმის გამო მაკედონიასთან გასვლითი დაპირისპირება გამოტოვა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.

სანაკრებო პაუზის შემდეგ ქეცბაიას გაწვრთნილ გუნდს ასევე დაუბრუდნენ გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი და გიორგი ქვილითაია. სავარაუდოდ, ''ნეა სალამინას'' წინააღმდეგ ოთხივე ქართველს მოედანზე ვიხილავთ.

''ანორთოსისი'' და ''ნეა სალამინა'' ფამაგუსტური გუნდებია, თუმცა პოლიტიკური ვითარების გამო ლარნაკაში ვარჯიშობენ და თამაშობენ.

14-გუნდიან ჩემპიონატში ''ანორთოსისი'' 5 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერ ''აპოლონს'' მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები