Aa
Aa

"ვიმედოვნებ, რომ ამაყად გაქციე" - ლებრონმა კობის ემოციურად მიმართა

2019/2020 წლის სეზონის NBA "ლეიკერსმა" მოიგო და ტიტულების რაოდენობით "ბოსტონს" გაუთანაბრდა. ლებრონ ჯეიმსმა კი ეს გამარჯვება გარდაცვლილ კობი ბრაიანტს მიუძღვნა. დღეს კი "მეფე" "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ბრაიანტს ემოციურად მიმართავს.

"ვიმედოვნებ, რომ ამაყად გაქციე ჩემო ძმაო! მიყვარხარ და მენატრები ჩემპიონო."

View this post on Instagram

Hope I’m made you proud my brother!! Love and miss you Champ!! ???????????? #BlackMamba 24•8•2❤️

A post shared by LeBron James (@kingjames) on Oct 14, 2020 at 7:41pm PDT

კობი ბრაიანტი 2020 წლის 26 იანვარს 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის მიზეზი ვერტმფრენის ავია-კატასტროფა გახდა. მასთან ერთად მისი 13 წლის ქალიშვილი ჯიანა ბრაიანტიც დაიღუპა. 

შეგახსენებთ, რომ "ლეიკერსმა" სუპერ ფინალში "მაიამი" 4:2 დაამარცხა. ლებრონმა კი კარიერაში რიგით მე-4 ბეჭედი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები