Aa
Aa

მე-2 ჩოგბურთელი ამ კვირას - ფონინი ინფიცირებულია

ATP-ის ეგიდით მიმდინარე სარდინიის ღია პირველობა პირველი ნომრის გარეშე გაგრძელდება. გათამაშებაზე საუკეთესო განთესვის მქონე ფაბიო ფონინის კორონავირუსი დაუდგინდა.

ფონინიმ ინფორმაცია ოფიციალურად „ინსტაგრამის“ თავისივე გვერდის მეშვეობით გამოაცხადა. მან ეს განცხადება წყვილებში ჩატარებული მატჩიდან დაახლოებით ერთ საათში გააკეთა. ამჟამად ერთ-ერთი მთავარი საკითხიც ესაა - დაუდგინდება თუ არა ვირუსი წყვილებში მის პარტნიორ ლორენცო მუსეტის.

შედეგად, ფონინი სარდინიის ღია პირველობის მე-2 წრიდან მოიხსნება და ტურნირზე მის ადგილს კვალიფიკაციის ბოლო ეტაპზე დამარცხებული დანილო პეტროვიჩი დაიკავებს.

მიმდინარე კვირაში ფონინი მე-2 ჩოგბურთელია, რომელსაც Covid-19 დაუდგინდა. სანქტ-პეტერბურგის ტურნირიდან ამავე მიზეზით სემ ქუერი მოიხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები