Aa
Aa

შეუდარებელი ჯიმი ბატლერი - მაიამიმ ლეიკერსი დაამარცხა | სერია გრძელდება

გამთენიისას NBA-ს სუპერფინალების მე-5 შეხვედრა შედგა, რომელშიც „მაიამიმ“ „ლეიკერსი“ 111:108 დაამარცხა და გულშემატკივრებს ინტრიგა დაუტოვა.

„მაიამიმ“ საწყისი სამი მეოთხედის მოგება შეძლო და მთელი შეხვედრა ლიდერის როლში იყო, თუმცა ბოლო მეოთხედში „ელეიმ“ დაძაბა და რამდენიმეჯერ წინაც გავიდა. ბოლო წამებზე უკანასკნელი შეტევა ლოს ანჯელესელების იყო, თუმცა პერიმეტრზე მარტო დარჩენილმა დენი გრინმა არაზუსტი სამქულიანი ესროლა.

მორიგი საოცარი შეხვედრა ჩაატარა ჯიმი ბატლერმა, რომელმაც სამმაგი დუბლი გაიფორმა - 35 ქულა, 12 მოხსნა, 11 გადაცემა. 26 ქულით გამოირჩა დანკან რობინსონი.

„ლეიკერსის“ მხრიდან საუკეთესო ლებრონი იყო - 40 ქულა, 13 მოხსნა, 7 გადაცემა. 25 ქულითა და 12 მოხსნით გამოირჩა ენტონი დევისი.

პარკეტზე გატარებული 47 წუთი და 11 წამი - შეხვედრის MVP უდაოდ „ჯიმბო“ ბატლერი იყო, რომელმაც სუპერფინალური სერია გაგვიხანგრძლივა.

მე-6 შეხვედრა 12 ოქტომბერს, თბილისის დროით 03:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები