6 კლუბი, რომლის კარშიც რონალდუს არასდროს გაუტანია
პოპულარულმა სპორტულმა გამოცემა goal.com-მა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ მორიგი საინტერესო სტატისტიკური კვლევა ჩაატარა.
გამოცემამ ამჯერად იმ კლუბებს მიაკვლია, რომლის წინააღმდეგაც რონალდუს "რეალის" მაისურით უთამაშია, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო.
1. "კრუს ასული" (მექსიკა) - ამ გუნდს "რეალი" მსოფლიოს 2014 წლის საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალში დაუპირისპირდა და 4:0 მოუგო. - რონალდუმ 90 წუთი ითამაშა.
2. "სან ლორენსო" (არგენტინა) - ამავე ტურნირის ფინალური შეხვედრა "სამეფო კლუბმა" 2:0 მოიგო. - რონალდუმ 90 წუთი ითამაშა.
3. ზაგრების "დინამო" (ხორვატია) - 2011-2012 წლების "ჩემპიონთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე ზაგრებში მადრიდელებმა 1:0 მოიგეს და რონალდუმ მოედანზე 90 წუთი დაჰყო, ხოლო მადრიდული მატჩში მასპინძლებმა 6:2 იმარჯვეს, თუმცა პორტუგალიელი მთელი თამაში სათადარიგო სკამზე იყო.
4. "პსჟ" (საფრანგეთი) - მას შემდეგ რაც კრიშტიანუ "რეალში" ირიცხება კლუბმა "პსჟ"-სთან 5 თამაში ჩაატარა (2 "ჩემპიონთა ლიგაზე" და 3 ამხანაგური), რომელთაგანაც ოთხში მონაწილეობა მანაც მიიღო (ნათამაშებ შეხვედრათაგან, პორტუგალიელმა ერთ-ერთში 45 წუთი ითამაშა, ყველა სხვა შემთხვევაში ის მოედანზე 90 წუთი იყო).
5. "ლეგია" (პოლონეთი) - მიუხედავად იმისა, რომ "ჩემპიონთა ლიგის" მიმდინარე სეზონის 2 თამაშში "რეალმა" მოკრძალებულ მეტოქეს ჯამში 8 გოლი გაუტანა, პორტუგალიელის ანგარიშზე 1 ბურთიც არაა. - "კრიშტიმ" ორივე შეხვედრაში 90-90 წუთი ითამაშა.
6. "ლეგანესი" (ესპანეთი) - "რეალმა" ესპანეთის უმაღლესი ლიგის აბსოლუტურ დებიუტანტთან, რომელიც ამავდროულად მისი თანაქალაქელია, გასულ კვირას რონალდუს მონაწილეობით (იქამდე "ლეგანესი" და "რეალი" 2003 წელს ესპანეთის თასზე შეხვდნენ) პირველი ურთიერთდაპირისპირება 3:0 მოიგო. - პორტუგალიელმა 90 წუთი ითამაშა.
მომზადებულია goal.com-ის მიხედვით