Aa Aa
30 სექტემბერი 2020  |  10:13

„მაიმის მცირე უპირატესობა აქვს" - სკოტი პიპენი ფინალურ სერიაზე

„ჩიკაგო ბულსის“ ლეგენდარულმა კალათბურთელმა, სკოტი პიპენმა „ლეიკერსისა“ და „მაიამის“ ფინალურ სერიასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. პიპენი Forbes-ს ესაუბრა და საინტერესო განცხადება გააკეთა.

„დარწმუნებული ვარ, წინ შესანიშნავი სერია გველოდება. პირადად მე, ვთვლი, რომ მაიამის მცირე უპირატესობა აქვს. ჩემი აზრით, ხალხი სათანადოდ ვერ აფასებს თუ რამდენად კარგად თამაშობს ჰიტი. თანაც მათ თავიანთი სტილი აქვთ.

ლეიკერსი დაცვაში ჩინებულად გამოიყურება, მაგრამ მგონია, რომ მაიამი გამოწვევის მისაღებად მზადაა და ჰყავს კალათბურთელები, რომლებიც ამ ეტაპზე თავდაჯერებულად თამაშობენ. ლეიკერსსა და ლებრონს, რომელიც ფინალურ სერიაში მეათედ იასპარეზებს, ნამდვილად არ ვაკნინებ, თუმცა ჯეიმსს დასამტკიცებელი აქვს, რომ შეუძლია, გუნდს მარტო გაუძღვეს. ენტონი დევისმა გვაჩვენა, რომ ლეიკერსისთვის მეტოქის ნახევარზე ლებრონზე უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა მაიამის შეტევაში გაცილებით მეტი იარაღი აქვს“.

ცნობისთვის, „ლეიკერსისა“ და „მაიამის“ სერია 1-ელ ოქტომბერს დაიწყება და გახსნითი შეხვედრა თბილისის დროით 05:00-ზეა ჩანიშნული.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში