80+20 მილიონი ევრო სანჩოს სანაცვლოდ - დორტმუნდმა მანჩესტერი უარით გაისტუმრა
Aa
Aa

80+20 მილიონი ევრო სანჩოს სანაცვლოდ - დორტმუნდმა მანჩესტერი უარით გაისტუმრა

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, Sky Sports ირწმუნება, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „დორტმუნდს“ ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერის თაობაზე წინადადებით მიმართა, მაგრამ გერმანული კლუბისგან უარი მიიღო.

„წითელმა ეშმაკებმა“ „შავ-ყვითლებს“ 80 მილიონ ევროს პლუს 20 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები შესთავაზეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. „დორტმუნდი“ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს და პერსპექტიული ინგლისელის სანაცვლოდ 120 მილიონი ევროს მიღება სურს.

Sky Sports-ის ცნობით, გერმანელთა უარის მიუხედავად, „მანჩესტერის“ მესვეურების სამომავლო გეგმებში დანებება არ შედის და „ოლდ ტრაფორდელები" სანჩოს გადასაბირებლად სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე იმუშავებენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „მანჩესტერი“ სანჩოს ალტერნატივად უსმან დემბელეს განიხილავს. მადრიდული AS იმასაც იუწყება, რომ გარიგება უახლოეს პერიოდში გაოფიციალურდება და „იუნაიტედი" დემბელეს სანაცვლოდ 50-60 მილიონ ევროს გადაიხდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები