რონალდუ: "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში კონკურენტი არ მყავს"!
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ, "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში, საკუთარ თავს უკონკურენტოდ მიიჩნევს. ფეხბურთლის თქმით, ამის მიზეზი, გასულ სეზონში მოპოვებული ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტიტულებია.
"ოქროს ბურთი"? გასული სეზონის შემდეგ, მე საკმაოდ მშვიდად ვარ. მართალია ხმის მიცემის პროცესი ჩემზე არ არის დამოკიდებული, თუმცა "ჩემპიონთა ლიგისა" და ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ძნელია საუკეთესოს წოდება სხვას მიანიჭო. ვფიქრობ, ამ ტიტულისთვის ბრძოლაში კონკურენტი არ მყავს. "ოქროს ბურთი" პირად ჯილდოებს შორის საუკეთესოდ ითვლება, თუმცა გუნდის ინტერესები ჩემთვის გაცილებით მაღლა დგას. შარშან "ჩემპიონთა ლიგა" და ევროპის ჩემპიონატი მოვიგე და მთავარიც სწორედ ეს იყო" - განაცხადა რონალდუმ.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ რონალდომ მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა, რომლის თანახმადაც, ის "სამეფო გუნდში" 2021 წლამდე დარჩება. "ოქროს ბურთის" დაჯილდოების ცერემონიალი კი 9 იანვარს გაიმართება.