ჩაკვეტაძე 20-კაციან განაცხადში მოხვდა - მისი თამაშის შანსი მცირეა
Aa
Aa

ჩაკვეტაძე 20-კაციან განაცხადში მოხვდა - მისი თამაშის შანსი მცირეა

ხვალ, გიორგი ჩაკვეტაძის „გენტი“ კიევის „დინამოს“ წინააღმდეგ განმეორებით შეხვედრას გამართავს. ბელგიელებმა პირველი მატჩი საკუთარ კედლებში 2-1 წააგეს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად სასურველი შედეგით გამარჯვება სჭირდებათ.

„გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვიმ დე დეკერმა მატჩის წინ, ის 20 ფეხბურთელი აარჩია, რომლებიც უკრაინაში გაემგზავრნენ. 20-კაციან განაცხადში გიორგი ჩაკვეტაძეც მოხვდა. ბელგიურ პრესაში წერენ, რომ ქართველ ფეხბურთელს მუხლის ტკივილი აწუხებს, თუმცა გუნდთან ერთად მაინც გაემგზავრა. Voetbalkrant-ის მიხედვით, მცირეა იმის შანსი, რომ „ჩაკვე“ მოედანზე ვიხილოთ.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ ტრავმა „რაპიდთან“ შეხვედრაში მიიღო. 21 წლის ქართველმა პენალტი მოიპოვა, მაგრამ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და იგი მოედნიდან ხელში აყვანილი გაიყვანეს.

ბელგიურ პრესაში თავდაპირველად იწერებოდა, რომ მას დიდი ხანი გაუცდებოდა, თუმცა საბედნიეროდ, დაზიანება სერიოზული არ გამოდგა და იმედი ვიქონიოთ, რომ გიო „დინამოსთან“ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები