არველაძის გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალშია !
Aa
Aa

არველაძის გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალშია !

აზიის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ტაშკენტის ''ფახთაქორმა'' ირანის ვიცე-ჩემპიონი ''ესტეღლალი'' 2:1 დაამარცხა. გამარჯვებულთა მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე კორონავირუსით ინფიცირების გამო იზოლაციაშია და შეხვედრას არ დაესწრებია.

ალ ვაკრაში გამართულ შეხვედრაში ირანულმა გუნდმა ანგარიში გახსნა, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს უზბეკურმა გუნდმა ანგარიში გაათანაბრა. ერენ დერდიოკის გოლით ''ფახთაქორმა'' გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

2009 წლის შემდეგ უზბეკეთის მოქმედი ჩემპიონი აზიის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პირველად ითამაშებს. ამ ეტაპზე უცნობია რომელ გუნდს დაუპირისპირდება უზბეკეთის მოქმედი ჩემპიონი.

შოთა არველაძეს უზბეკურ გუნდში ასისტენტობას გოჩა ტყებუჩავა უწევს.

''აიაქსის'' ექს-ფორვარდი უზბეკურ კლუბს 2017 წლის ზაფხულიდან წვრთნის. 2019 წელს მისი ხელმძღვანელობით ''ფახთაქორი'' უზბეკეთის ჩემპიონატის, თასისა და ლიგის თასის გამარჯვებული გახდა, მიმდინარე წელს კი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები