შიმპანთა კრება და დასანანი მარცხი: ტოჩინოშინის უარყოფითი ბალანსი გადაწყდა
Aa
Aa

შიმპანთა კრება და დასანანი მარცხი: ტოჩინოშინის უარყოფითი ბალანსი გადაწყდა

''აკი ბაშოს'' მე-13 დღეს ტოჩინოშინი უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში მე-6 მაეგაშირა კაგაიაკის დაუპირისპირდა. ქართველმა ექს-ოძეკმა მოახერხა მეტოქის დოჰიოდან გადაგდება, თუმცა შემდეგ შიმპანთა კრება გაიმართა, რომელმაც გამარჯვებულად კაგაიაკი გამოაცხადა, რადგან ტოჩინოშინმა რკალსმიღმა ფეხი იმაზე ადრე დადგა ვიდრე კაგაიაკი მიწას ხელით შეეხო.

ამრიგად, ტოჩინოშინს ბალანსი 5:8-ზე აქვს და დარჩენილი 2 ბრძოლიდან ქართველმა ორივე რომ მოიგოს, დადებითი ბალანსის მოპოვებას მაინც ვერ მოახერხებს. აქედან გამომდინარე მე-4 მაეგაშირას წოდებას დაკარგავს და დაქვეითდება.

ამ შეხვედრამდე ქართველი რიკიში კაგაიაკის სულ 5-ჯერ შეხვდა და ხუთივე შეხვედრაში დაამარცხა, თუმცა ამჯერად ქართველს არ გაუმართლა და დასანანი მარცხი განიცადა.

ტოკიოში მიმდინარე სუპერტურნირის მე-14 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მეორე მაეგაშირა ტამავაში იქნება. მათი 26 დაპირისპირებიდან ტოჩინოშინმა 18 მოიგო და 8 შეხვედრა ქართველის მარცხით დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები