Aa
Aa

"როლან გაროსი" - ბასილაშვილს იოლი ბადე შეხვდა

27 სექტემბერს საფრანგეთის ღია პირველობა აიღებს სტარტს და რა თქმა უნდა, ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველივე ტურში იასპარეზებს. ქართველი სპორტსმენის მეტოქე ბრაზილიელი ტიაგო მონტეირო იქნება. 26 წლის ჩოგბრთელი ATP-ის რეიტინგში 89-ე ადგილს იკავებს.

მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლოზი ბოლო პერიოდში ცუდ ფორმაშია, წესით მონტეიროს წინააღმდეგ თამაში არ უნდა გაუჭირდეს. იმ შემთხვევაში, თუ ბასილაშვილი მას მოუგებს, მეორე წრეში ქუენტინ ჰალისსა და მარკოს ხირონს შორის გამარჯვებულს შეხვდება.  

შეიძლება ითქვას, რომ ქართველ ჩოგბურთელს წილისყრაში გაუმართლა, მაგრამ როგორც უკვე მოგახსენეთ ის ცუდ ფორმაში იმყოფება და რაიმე ვარაუდის გამოთქმა რთულია. შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილმა უკანასკნელი 7 შეხვედრა წააგო და თანაც ისე, რომ ერთი სეტის მოგებაც ვერ მოახერხა. მისი ცუდი ფორმა გარკვეულწილად ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტმა გამოიწვია.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ გასული წლის "როლან გაროსზე" ნიკოლოზი პირველივე ტურში იგნასიო ლონდეროსთან 4:6 1:6 3:6 დამარცხდა და ახლა კარგი შანსი აქვს, რომ დამატებითი ქულები მოიპოვოს.

CrystalSport ნიკოლოზ ბასილაშვილს წარმატებას უსურვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები