წამში დააგდო - ტოჩინოშინმა უხერხული მეტოქე მარტივად დაამარცხა
Aa
Aa

წამში დააგდო - ტოჩინოშინმა უხერხული მეტოქე მარტივად დაამარცხა

„აკი ბაშოს“ მე-8 დღეს ტოჩინოშინი მისთვის ყველაზე უხერხულ მეტოქეს ოძეკი ტაკაკეიშოს დაუპირისპირდა და ჰატაკიკომის ილეთით სძლია.

ლევანი დღევანდელ ბრძოლამდე მის წინააღმდეგ ჯამში 10-ჯერ წარსდგა და 8-ჯერ დამარცხდა.

ტოჩინოშინმა ბრძოლის დაწყებისთანავე სიმაღლეში უპირატესობა გამოიყენა, ტაკაკეიშოს თავისი სწრაფი ცუპარების გამოყენების უფლება არ მისცა და წამში დოჰიოზე დასცა.

ლევანის მხრიდან ეს ცალსახად სწორი ტაქტიკა იყო. ვინც მათი წინა დაპირისპირებები ნახა, ალბათ დამეთანხმება, რომ ტაკაკეიშოსთან  სხვაგვარად ბრძოლა გორგაძეს ძალიან უჭირს ხოლმე.

ტაკაკეიშო „აკი ბაშოს“ მოგების მთავარი ფავორიტია. ამ ბრძოლამდე მას ბალანსი 6:1-თან ჰქონდა და იგი ამ მაჩვენებლით საუკეთესო იყო.

დღევანდელი გამარჯვების შემდეგ ტოჩინოშინმა ბალანსი გაათანაბრა და 4:4-ზე აქვს.

ტურნირის მე-9 დღეს, გორგაძე ასანოიამას დაუპირისპირდება, რომელიც ოძეკის წოდებისაა. ლევანი მას სულ 5-ჯერ შეხვდა - 2-ჯერ მოიგო და 3-ჯერ დამარცხდა.

ყველას კარგად გვახსოვს მათი ისტორია, როდესაც „ნაცუ ბაშოზე“ მსაჯებმა ტოჩინოშინს გამარჯვება მოპარეს, რაც ჩემპიონობის რეალური შანსის დაკარგვით დასრულდა. ამ ყალბი გამარჯვების შემდეგ კი ასანოიამასთვის ოძეკობისკენ გზა გაეხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები