Aa
Aa

NBA: დასავლეთ კონფერენციის დინალი - ლეიკერსმა დენვერი დაამარცხა

გამთენიისას NBA-ში დასავლეთ კონფერენციის ფინალის პირველი შეხვედრა შედგა, „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ „დენ ვერ ნაგეთსი“ დამაჯერებლად 126:114 დაამარცხა.

პირველი მეოთხედის 38:36 მოგების შემდეგ, „დენვერმა“ პოზიციები დათმო და „ლეიკერსმა“ გაქცევა შეძლო, რის შემდეგაც იოკიჩი და კომპანია „ელეის“ ანგარიშში საგრძნობლად ჩამორჩა.

შეხვედრაში საუკეთსო იყო ენტონი დევისი, რომელმაც 37 ქულა, 10 მოხსნა და 4 გადაცემა გაიფორმა. 15 ქულა, 12 გადაცემა და 6 მოხსნა ჰქონდა „მეფეს“.

21 ქულა, 6 მოხსნა და 2 გადაცემა ჰქონდა ნიკოლა იოკიჩს, რომელმაც დევისთან ბრძოლა პირწმიდად წააგო, რამაც შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა.

სერიის მეორე შეხვედრა 21 სექტემბერს, თბილისის დროით 03:30 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში „მაიამი“ „ბოსტონს“ 2:0-ს უგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები