პსჟ დე შილიოს გადაბირებას კიდევ ერთხელ შეეცდება
Aa
Aa

პსჟ დე შილიოს გადაბირებას კიდევ ერთხელ შეეცდება

„პარი სენ-ჟერმენი“ „იუვენტუსის“ განაპირა მცველის, მატია დე შილიოს გადაბირებას კიდევ ერთხელ შეეცდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტმა ხუან ბერნატი დაკარგა, რომელმაც მძიმე ტრავმა მიიღო და რამდენიმე თვეს იუქმებს.

პარიზელები სწორედ მის შემცვლელს ეძებენ და დე შილიოს იდეალურ ვარიანტად განიხილავენ. Corriere dello Sport-ის ცნობით, პსჟ ამ დღეებში „იუვენტუსს“ დაუკავშირდება და იტალიელი ფეხბურთელის ტრანსფერზე დაელაპარაკება.

„იუვე“ 27 წლის მცველის გასხვისების წინააღმდეგი არაა. იტალიურ პრესაში კი წერენ, რომ დე შილიოს გადაბირება სხვა კლუბებსაც სურთ. ყველაზე ხშირად „რომას“ ახსენებენ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, „ჯალოროსიმ“ „პარი სენ-ჟერმენს“ კონკურენცია გაუწიოს.

ცნობისთვის, პსჟ „ბიანკონერის“ უკანახაზელის გაფორმებას შარშან ცდილობდა, მაგრამ მაშინ არაფერი გამოუვიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები