Aa Aa
17 სექტემბერი 2020  |  16:36

კულიბალის ტრანსფერზე პსჟ და მან. სიტი აქტიურად მუშაობენ

იტალიური გამოცემები, Tuttosport და Calcionapoli24 იუწყებიან, რომ „ნაპოლიმ“ კალიდუ კულიბალის ტრანსფერის თაობაზე პირველი ოფიციალური შეთავაზება მიიღო. სენეგალელს „სიტის“ უკავშირებდნენ, თუმცა „პარტენოპეის“ წინადადებით „პარი სენ-ჟერმენმა“ მიმართა.

Tuttosport-ის ცნობით, ფრანგული გრანდი მზადაა, კულიბალის სანაცვლოდ 52 მილიონი ევრო და დამატებით 7 მილიონის ოდენობის ბონუსები გადაიხადოს. „ნაპოლის“ პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი პარიზელთა შეთავაზებას აქტიურად განიხილავს, მაგრამ იმედი აქვს, რომ „სიტი“ გააქტიურდება და კულიბალის უფრო დიდი თანხის სანაცვლოდ გაყიდის.

როგორც ირკვევა, თუ „ქალაქელებმა“ 29 წლის მცველისთვის ბრძოლაში ჩართვა არ გადაწყვიტეს, კულიბალი „ნაპოლის“ დატოვებს და ამ დღეებში პსჟ-ს შეუერთდება.

ბრიტანულ პრესაში კი წერენ, რომ „სიტის“ კულიბალის გადაბირების პერსპექტივა აღარ ხიბლავს და ხოსე ხიმენესზეა გადართული. ასე რომ ამ ეტაპზე მთავარი ფავორიტი სწორედ „პარი სენ-ჟერმენია“.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში