შეთანხმება მიღწეულია - ლუკა დინი პარი სენ ჟერმენში ითამაშებს
საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ასტონ ვილას მარცხენა მცველი ლუკა დინი, კარიერას, დიდი ალბათობით, პარი სენ-ჟერმენში გააგრძელებს. ინფორმაციას გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
მისი თქმით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ეტაპზეა და ყველა ძირითადი დეტალი შეთანხმებულია. პარიზული კლუბი ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადებას 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, „ასტონ ვილა“ დაახლოებით 10 მილიონ ევროს მიიღებს. 32 წლის ფრანგი მცველის გამოცდილება და მრავალფეროვნება „პარი სენ-ჟერმენისთვის“ დაცვის მარცხენა ფლანგზე მნიშვნელოვანი გაძლიერება იქნება.
ლუკა დინი ბირმინგემულ კლუბში 2022 წლიდან თამაშობს. მანამდე კარიერის განმავლობაში ისეთი ევროპული კლუბების ღირსებას იცავდა, როგორებიც არიან ლილი, პარი სენ-ჟერმენი, რომა, ბარსელონა და ევერტონი.
აღსანიშნავია, რომ დინისთვის ეს პარიზულ კლუბში დაბრუნება იქნება. ის „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი 2013-2016 წლებში უკვე იყო, თუმცა მაშინ ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება ვერ მოახერხა და სათამაშო დრო შეზღუდულად ეძლეოდა.
ცნობისთვის, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ლუკა დინი საფრანგეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრია და გუნდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად ითვლება.
???????????? Lucas Digne to Paris Saint-Germain, here we go! Verbal agreement done with the French left back.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 13, 2026
PSG already informed Aston Villa: they will pay the release clause after the World Cup, fee under €10m. ????????
Digne accepted role as Nuno Mendes’ backup at PSG. ???????????????? pic.twitter.com/m5QsBnPzNr