დინამო ბათუმი
Aa
Aa

ნოდარ ყალიჩავა დინამო ბათუმში ითამაშებს | მეკარის პოზიციაზე კონკურენცია გაძლიერდა

დინამო ბათუმმა 25 წლის მეკარე ნოდარ ყალიჩავა დაიმატა. კლუბის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, ახალგაზრდა მეკარე გუნდს თურქეთში, შეკრებაზე შეუერთდა და დინამოსთან ერთად სრულფასოვან საწვრთნელ პროცესში მონაწილეობს.

1,91 მ. სიმაღლის მეკარე რუსული ზენიტის აღზრდილია, პირველ გუნდში არ უთამაშია, რუსეთის რანგით მესამე ლიგის კლუბებში თამაშობდა, 2023-25 წლებში სამგურალის მეკარე იყო, იმერულ კლუბში 75 მატჩი ჩაატარა. 2026 წლის დასაწყისში კარიერა ყირგიზულ აბდიშ-ატას დაუკავშირა, თუმცა ნახევარი სეზონის შემდგე სამშობლოში დაბრუნდა.

ამ ეტაპზე გიორგი ჭიაბრიშვილის განკარგულებაში სამი მეკარეა: ლაზარე კუპატაძე, მათე თურმანიძე და ნოდარ ყალიჩავა.

ყალიჩავა საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ყოფილი წევრია, ახალგაზრდულ ნაკრებში ერთი მატჩი ჩაატარა. 2023 წელს თბილისში გამართულ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე  21-წლამდე ნაკრების განაცხადში იყო, თუმცა არ უთამაშია, მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ოთხივე მატჩში სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

შეგახსენებთ, მიმდინარე ზაფხულში დინამო ბათუმმა კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა: ივან ტურიცოვი, სანდრო ალთუნაშვილი, მაურიდესი, პაულო ვიტორი, ავაკა ეშეთე, იმრან ულად ომარი, ალიკა გეთიაშვილი, დირკ კარლსონი.

დინამო ბათუმის პრესსამსახურის ფოტო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები