ფაბიან რუისი: “ამ მატჩს დიდი თავდაჯერებით ვხვდებით“
მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში დიდებული დაპირისპირება გველის - ესპანეთი საფრანგეთის წინააღმდეგ.
მატჩის წინ, ფურია როხას ნახევარმცველმა ფაბიან რუისმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რა თქვა რუისმა?
„საფრანგეთი უმაღლესი დონის მეტოქეა, მაგრამ ჩვენ ამ მატჩს დიდი თავდაჯერებით ვხვდებით. მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში შემთხვევით ვერავინ ხვდება. ასეთ შეხვედრებში ყველაფერს დეტალები წყვეტს.
ვფიქრობ, კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, თუ ამას მოედანზე კიდევ ერთხელ არ დავამტკიცებთ. ჩვენი თავის გვჯერა და წარმატებაში დარწმუნებულები ვართ.“
შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები უკანასკნელად ერთმანეთს უეფა-ს ერთა ლიგის ნახევარფინალში შეხვდნენდა ფურია როხამ 5:4 მოიგო. იქამდე კი ესპანეთმა მამლები ევრო 2024-ის ნახევარფინალში 2:1 დაამარცხა.
ესპანეთისა და საფრანგეთის მომავალი დაპირისპირება 14 ივლისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.