Aa
Aa

ლებრონის მორიგი რეკორდი - მეფემ აბდულ-ჯაბარს, დანკანსა და კობის გადაუსწრო

ლოს-ანჯელეს „ლეიკერსის“ სუპერვარსკვლავმა, ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა. 35 წლის კალათბურთელი სეზონის საუკეთესო პირველ, მეორე ან მესამე ხუთეულში კარიერაში მე-16-ედ მოხვდა.

„მეფემ“ ლეგენდარულ კარიმ აბდულ-ჯაბარს, ტიმ დანკანსა და კობი ბრაიანტს გადაუსწრო, რომლებსაც მსგავსი რამ 15-ჯერ ჰქონდათ გაკეთებული. ამასთან ერთად, ლებრონმა თავისივე მიღწევა გააუმჯობესა და NBA-ის ისტორიაში ერთადერთია, ვინც პირველ ხუთეულში 13-ჯერ დაასახელეს.

ცნობისთვის, ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ 2019-20 წლების სეზონის საუკეთესო პირველ ხუთეულში ჯეიმსის გარდა, იანის ანტეტოკოუნმპო, ლუკა დონჩიჩი, ენტონი დევისი და ჯეიმს ჰარდენი გაამწესა.

მეორე ხუთეული ასე გამოიყურება - დემიენ ლილარდი, კავაი ლეონარდი, ნიკოლა იოკიჩი, კრის პოლი, პასკალ სიაკამი. მესამე ხუთეულს რაც შეეხება, აქ ბენ სიმონსი, ჯეისონ ტეიტუმი, ჯიმი ბატლერი, რუდი გობერი და რასელ უესტბრუკი მოხვდნენ

აქვე გეტყვით, რომ ბრედლი ბილი NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, ვინც მინიმუმ 30 ქულასა და 6 ასისტს აგროვებდა, მაგრამ საუკეთესოთა შორის მაინც არ დაასახელეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები