Aa
Aa

"კლუბს და მესის შორის კონფლიქტი მართლაც იყო" - რონალდ კუმანი ალაპარაკდა

კატალონიის "ბარსელონას" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა FOX SPORTS-თან ინტერვიუ ჩაწერა და რამდენიმე საინტერესო დეტალი გაამხილა.

"ვადასტურებ, რომ "ბარსელონას" და მესის შორის მწვავე კონფლიქტი იყო, მაგრამ ყველაფერი მოგვარდა. მე და ლიონელს შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და ჩვენს ურთიერთობაში არანაირი დაძაბულობა არ სუფევს. ის პროფესიონალი ფეხბურთელია და ჩემს მითითებებს ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს.

მოცემულ პერიოდში ახალ ტაქტიკაზე ვმუშაობთ. ვფიქრობ ახალ სეზონში დიდ წარმატებას მივაღწევთ. ბართომეუმ ამიხსნა, რომ კლუბს დიდი ტრანსფერებისთვის ფული არ აქვს და მაქსიმალურად უნდა ვეცადო არსებული რესურსით მაქსიმუმს მივაღწიო." - განაცხადა კუმანმა

ნიდერლანდელი სპეციალისტი "ბარსას" მწვრთნელად გასულ სეზონის ბოლოს დაინიშნა. რონალდმა დაკავებული თანამდებობიდან კიკე სეტიენი ჩაანაცვლა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მის გუნდში მოსვლას გარკვეული დაძაბულობა მოჰყვა. როგორც ცნობილია კუმანმა გუნდის ერთ-ერთ მთავარ დამრტყმელ ძალას ლუის სუარესს, სატელეფონო ზარის მეშვეობით აცნობა, რომ ის გუნდს აღარ სჭირდება. ამან კი ლიონელ მესის გაღიზიანება გამოიწვია, მაგრამ როგორც მთავარი მწვრთნელის განცხადებიდან ვიგებთ, ახლა ყველაფერი მოგვარდა და მესისთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები