ჩაკვეს სოლორეიდი, გამომუშავებული პენალტი და ტრავმა - გენტმა რაპიდი დაამარცხა
Aa
Aa

ჩაკვეს სოლორეიდი, გამომუშავებული პენალტი და ტრავმა - გენტმა რაპიდი დაამარცხა

გიორგი ჩაკვეტაძის „გენტი“ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენის „რაპიდს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 2-1 დაამარცხა. ბელგიელებმა ანგარიში 36-ე წუთზე, დორშის თავურის წყალობით გახსნეს. „გენტის“ მეორე გოლი კი ჩაკვეტაძის დამსახურება გახლდათ, რომელმაც მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

58-ე წუთზე „ჩაკვემ“ სოლორეიდი განახორციელა, საკუთარი ნახევრიდან დაიძრა და მეტოქის საჯარიმომდე ირბინა, სადაც იგი წესების დარღვევით შეაჩერეს და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

სამწუხაროდ, გიომ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და იგი მოედნიდან ხელში აყვანილი გაიყვანეს. პენალტი კი გოლად იარემჩუკმა აქცია და „გენტს“ კომფორტული უპირატესობა მოუტანა.

93-ე წუთზე „რაპიდმა“ ერთი ბურთის შეგდება მოახერხა, თუმცა წონასწორობის აღსადგენად დრო აღარ ეყო. ცნობისთვის, მატჩის შემდეგ, „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვიმ დე დეკერმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა.

„ჩაკვე პენალტის ეპიზოდში შესაცვლელი შეიქმნა. თავდაპირველად ვშიშობდით, რომ მუხლი დაიზიანა, თუმცა დიდი ალბათობით, ტრავმა წვივის უკანა კუნთზე მიიღო. ჯერ ყველაფერი გასარკვევია და საბოლოო დიაგნოზს უახლოეს საათებში გავიგებთ“.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად „გენტი“ კიევის „დინამოს“ შეერკინება, რომელმაც დღეს, „ალკმაარი“ 2-0 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები