ხელფასის შემცირება? - ბართომეუს მესისთან შეხვედრა სურს
Aa
Aa

ხელფასის შემცირება? - ბართომეუს მესისთან შეხვედრა სურს

ერთი შეხედვით "ბარსელონაში" სიტუაცია ჩაწყნარდა. მესიმ და ბართომეუმ შეთანხმებას მიაღწიეს და არგენტინელი კლუბში მინიმუმ 1 წლით დარჩება. 

დღეს სპორტული გამოცემა CUATRO.COM ახალ ინფორმაციას ავრცელებს. "ბარსას" პრეზიდენტს ლიონელთან პირისპირ შეხვედრა სურს, რათა ხელფასის შემცირების საკითხზე გაესაუბროს. ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ კორონავირუსის გამო კლუბმა 98 მილიონი ევრო იზარალა და ბართომეუ მძიმე ვითარებაში ჩავარდა. მესის ანაზღაურება კი წელიწადში 50 მილიონ ევრომდე მერყეობს.

საინტერესოა რა გადაწყვეტილებას მიიღებს მესი. მას შემდეგ, რაც ლეომ კლუბში დარჩენის თანხმობა განაცხადა, აღარ სურს კლუბის პრეზიდენტთან რაიმე სახის კონტაქტი იქონიოს. ჯერჯერობით უცნობია შეხვდება თუ არა არგენტინელი ბართომეუს. 

სპორტული ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ხელფასის დაკლების თხოვნამ შესაძლოა 33 წლის ფეხბურთელი წყობიდან გამოიყვანოს და ამ ამბავმა თითქოს დალაგებული სიტუაცია კვლავ არიოს.

შეგახსენებთ, რომ 2020/2021 წლის ლა ლიგა დაწყებულია, მაგრამ "ბარსელონა" პირველ შეხვედრას 27 სექტემბერს, "კამპ ნოუზე" "ვილიარეალის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 19:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები