Aa Aa
11 სექტემბერი 2020  |  23:07

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ ბათუმში გასამართი ღონისძიებების გადადება გადაწყვიტა

საქართველოს ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ 17-20 სექტემბერს, ბათუმში გასამართი ღონისძიებების გადადება გადაწყვიტა. მიზეზი კი კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობაა.

„17-20 სექტემბერს, ბათუმში აღარ გაიმართება საქართველოს პირველობა ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ახალგაზრდებსა და 23-წლამდელებს შორის. შეჯიბრება საქართველოში ბოლო პერიოდში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციით გაუქმდა“, - წერია ფედერაციის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის კი ინფიცირებულთა რაოდენობა 1917-ს აღწევს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

უფასო ბილეთი კრისტალბეთზე

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში